სერია A. XVII ტური: "მილანი" დამარცხდა და გატუზოს წყალი შეუდგა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
22 დეკემბერს, სერია A-ს მე-17 ტურში "მილანი" საკუთარ მოედანზე 0:1 დამარცხდა "ფიორენტინასთან".

გოლი 73-ე წუთზე ფედერიკო კიეზამ გაიტანა.

"მილანმა" ოთხეულში ადგილი დაკარგა, ვინაიდან "ლაციომ" რომში 3:1 სძლია "კალიარის" და მეოთხე ადგილზე დამკვიდრდა.

როსონერიმ ზედიზედ 3 საშინაო მატჩში ვერ გაიტანა გოლი, რაც ბოლოს 2001 წელს მოხდა.

"მილანის" მწვრთნელს ჯენარო გატუზოს დღევანდელი შეხვედრის წინ მდგომარეობის გამოსასწორებლად სამი მატჩი ჰქონდა მიცემული და არაა გამორიცხული, მალე გადააყენონ.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული