"მილანმა" ბოლოსწინა ადგილოსანი "ფროზინონე" ვერ დაამარცხა და გატუზოს, სავარაუდოდ გაუშვებენ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 26 დეკემბერს სერია A-ს მე-18 ტური "ფროზინონესა" და "მილანის" მატჩით გაიხსნა, შეხვედრა ფრედ 0:0 დასრულდა და დიდი ალბათობით ჯენარო გატუზოს მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან მალე გაათავისუფლებენ.

Sport Mediaset-ის გავრცელებული ინფორმაციით იტალიელ სპეციალისტს რამდენიმე დღის წინ სიტუაციის გამოსასწორებლად სამი მატჩი მისცეს, რომელთაგანაც ორი "მილანმა" უკვე გამართა. "ფიორენტინასთან" დამარცხდა (0:1), "ფროზინონესთან" კი ფრე ითამაშა, განვლილ ორ შეხვედრაში "როსონერიმ" გოლის გატანაც კი ვერ მოახერხა.

აღნიშნული სამი მატჩიდან ერთია დარჩენილი და მას "მილანი" "სპალთან" 29 დეკემბერს გამართავს. სავარაუდოდ, ეს შეხვედრა გატუზოს მილანურ კარიერაში ბოლო
იქნება.

გავრცელებული ინფორმაციით, "მილანის" მწვრთნელობის მთავარი კანდიდატები რობერტო დონადონი და არსენ ვენგერი არიან.

altჯენარო გატუზოს ულტიმატუმი წაუყენეს

altFrance Football: მალე გატუზოს ნაცვლად "მილანის" მწვრთნელი ვენგერი გახდება

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული