26 დეკემბერს, სერია A-ს მე-18 ტურში "ინტერმა" მილანი" 90+1-ე წუთზე გატანილი გოლით 1:0 დაამარცხა.
პირველი ტაიმი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, ტემპი მაღალი არ იყო. 24-ე წუთზე ტრავმა მიიღო სტუმართა გუნდის კაპიტანმა ჰამშიკმა და შეცვალეს. ერთადერთი ნაღდი მომენტი მასპინძლებს ჰქონდათ, როდესაც იკარდის დარტყმული ბურთი კარის ხაზიდან კულიბალიმ გამოიტანა.
81-ე წუთზე კულიბალი პოლიტანოს ეუხეშა, ყვითელი ბარათი მიიღო, მსაჯს ტაში დაუკრა და გააძევეს. ეს ტაშის კვრა ნეაპოლურ გუნდს ძვირად დაუჯდა. კაცნაკულ "ნაპოლის" კომპენსირებულ დროში მარტინესმა გოლი გაუტანა. შემდეგ კეიტამ ინსინიეს პროვოცირება მოახდინა და არბიტრმა პირდაპირი წითელი ბარათით დასაჯა.
საფინალო სასტვენის შემდეგ შეხლა-შემოხლას ჰქონდა ადგილი, "ნაპოლის" ფეხბურთელები რეფერისკენ იქაჩებოდნენ და მწვრთნელი ანჩელოტი ძლივს აკავებდა.
ნამატჩევს "ნაპოლის" პრეზიდენტმა დე ლაურენტისმა მიკერძოებულ მსაჯობას გაუსვა ხაზი.
მოკლედ, "ნაპოლიმ" "სან სიროზე" 3 ქულა, ჰამშიკი, კულიბალი და ინსინიე დაკარგა, რომლებიც შემდეგ შეხვედრაში გუნდს ვერ დაეხმარებიან.
"ნაპოლი" ლიდერ "იუვენტუსს" უკვე 9 ქულით ჩამორჩა, არადა გამარჯვების შემთხვევაში ქულათა სხვაობის შემცირება შეეძლო.
კაცნაკლული იუვენტუსი შეცვლაზე შესულმა რონალდომ გადაარჩინა და კინაღამ გამარჯვებასაც გამოჰკრეს ხელი.ჯერ ხომ ისევ ძველი წელია და არ მესმის,როგორ ამჯობინეს მოდრიჩი მესის, ან რონალდოს.