"ინტერის" და "ნაპოლის" მატჩამდე ჩხუბისას 1 გულშემატკივარი გარდაიცვალა, 4 კი დაიჭრა - სერია A არ შეჩერდება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ მილანში "ინტერისა" და "ნაპოლის" მატჩამდე (1:0) მომხდარი არეუულობის გამო გადაწყიტა არ შეაჩეროს ჩემპიონატი.

ჩხუბი მაშინ მოხდა, როდესაც "ინტერის" ულტრასებმა "ნაპოლის" გულშემატკივართა ავტობუსი შეაჩერეს, რომლებიც თამაშზე მიდიოდნენ.

დაჭრეს 4 ნეაპოლელი გულშემატკივარი, ხოლო "ინტერის" 35 წლის ტიფოზი დანიელე ბელარდინელი ავტობუსთან დაჯახებისგან დაიღუპა.

მატჩისას "ნაპოლის" მცველს კალიდუ კულიბალის რასისტული შეურაცხყოფა მიაყენეს. ნეაპოლური გუნდის მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ განაცხადა, რომ თუ მსგავსი რამ განმეორდა, მოედანს დატოვებენ.

იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა გაბრიელე გრავინამ განაცხადა, რომ სერია A-ს არ შეაჩერებენ.

alt"ნაპოლის" ორი ფეხბურთელი გაუძევეს და "ინტერთან" კომპენსირებულ დროში დამარცხდა [VIDEO]


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული