გადატვირთული გრაფიკიდან გამომდინარე, "ბებერი ქალბატონის" ხელმძღვანელობამ "ატალანტასთან" წინა ტურის შეხვედრაში კრიშტიანო რონალდო სათადარიგოთა სკამზე დასვა.
ამჯერად, პორტუგალიელი სასტარტო შემადგენლობაში იქნება და ეს კიდევ ერთი დიდი თავსატეხია გენუელთათვის. ყველამ ვიცით, რაც ქნა მან "ატალანტასთან" მატჩში...
"ნაპოლი" ეთამაშება "ბოლონიას" და უსათუოდ უნდა მოუგოს, თუ უნდა,
"მილანი" მიმდინარე სეზონში ძალიან არათანაბრად თამაშობს. ამას ალბათ ისიც განაპირობებს, რომ გუნდში არაერთი ტრავმირებულია. ამის მიუხედავად, გუნდი უპირობო ფავორიტად მოჩანს სპალ-თან გასამართ საშინაო შეხვედრაში.
სტუმრებს ჰყავთ რამდენიმე კარგი ფეხბურთელი, მაგრამ წესით ეს მასპინძელთა შესაჩერებლად საკმარისი არ უნდა იყოს, თუმცა...
გავრცელდა ასეთი ინფორმაცია - "მილანის" ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ჯენარო გატუზოს სწორედ სპალ-თან მატჩის შემდეგ დაემშვიდობოს, - წერს "კალჩომერკატო".
აღმოჩნდა, რომ გატუზოს ულტიმატუმი წაუყენეს - აუცილებლად უნდა მოეგო "ფროზინონესა" და სპალ-თან მატჩები. უკვე ვიცით, რომ "რინომ" გამოცდა ჩააგდო - ვერ მოუგო (0:0) "ფროზინონეს". ასე რომ, მისი წასვლა დროის ამბავია. როგორც ვწერდით, "მილანის" დამრიგებლის პოსტზე ყველაზე რეალური კანდიდატურა ანტონიო კონტეა.
თვალსასეირო მატჩს ველით "ემპოლისა" და "ინტერს" შორის. იმედი გვაქვს, იტალიური გრანდის წინააღმდეგ ჩვენებური ლევან მჭედლიძეც ითამაშებს. "ინტერი" ფავორიტია, მაგრამ მიმდინარე სეზონში შემტევ ფეხბურთზე ორიენტირებული "ემპოლის" მეტოქის გამწარება ნამდვილად შეუძლია.
ფაქტები
- "ატალანტასა" და "სამპდორიას" ბოლო 2 შეხვედრაში 2,5-ზე მეტი გოლი გავიდა.
- "კიევო" აქამდე 5-ჯერ ეთამაშა "ფროზინონეს" და ყველა მატჩი მოუგო.
- "ემპოლისა" და "ინტერს" შორის ბოლო 2 შეხვედრაში ორივეს არ გაუტანია.
- "ჯენოამ" ყველა ფრონტზე გამართულ ბოლო 7 შეხვედრაში გაუშვა და გაიტანა.
- "ტორინოს" მონაწილეობით ბოლო 3 შეხვედრაში 2,5-ზე ნაკლები გოლი გავიდა.
- "პარმასა" და "რომას" ბოლო დაპირისპირება ფრედ დასრულდა.
- "ატალანტამ" უკანასკნელ 3 შეხვედრაში შეძლო "სასუოლოს" დამარცხება.
- "კალიარიმ" ბოლო 2 მატჩში დაამარცხა "უდინეზე".
- "ნაპოლისა" და "ბოლონიას" შორის ბოლო 11 შეხვედრაში 2,5-ზე მეტი გოლი გავიდა.
- "მილანი" 2-ჯერ ეთამაშა სპალ-ს და ორივე მატჩი მოუგო.
სერია A. XIX ტური
შაბათი, 29 დეკემბერი
იუვენტუსი-სამპდორია 15:30
კიევო-ფროზინონე 18:00
ემპოლი-ინტერი 18:00
ჯენოა-ფიორენტინა 18:00
ლაციო-ტორინო 18:00
პარმა-რომა 18:00
სასუოლო-ატალანტა 18:00
უდინეზე-კალიარი 18:00
ნაპოლი-ბოლონია 21:00
მილანი-სპალ 23:30
ბომბარდირები: 13 - კშიშტოფ პიატეკი (ჯენოა); 12 - კრიშტიანო რონალდო (იუვენტუსი); 11 - ფაბიო კვალიარელა (სამპდორია); 10 - ჩირო იმობილე (ლაციო); 9 - ფრანჩესკო კაპუტო (ემპოლი), მაურო იკარდი (ინტერი), დუვან საპატა (ატალანტა).
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"