
31 წლის მცველი მარტინ კასერესი "იუვენტუსში" გადაბარგდა.
"იუვემ" კასერესს კონტრაქტი ზაფხულამდე გაუფორმა და ეს სიამოვნება 600 ათასი ევრო დაუჯდა.
აღსანიშნავია, რომ კასერესი "ბებერ ქალბატონში" მესამედ გადავიდა - პირველად 2009 წელს, შემდეგ 2012-ში და 4 სეზონი იცავდა მის ღირსებას.
ბოლოს მარტინი "საუთჰემპტონში", "ვერონასა" და "ლაციოში" თამაშობდა.
"იუვენტუსს" მისი აყვანა იმისათვის დასჭირდა, რომ მეჰდი ბენატია ახლახან ყატარის "ალ დუჰაილში" გადავიდა.