იკარდის გუნდისთავობა კლუბის ხელმძღვანელებისა და მწვრთნელ ლუჩანო სპალეტის ერთობლივი გადაწყვეტილებით ჩამოართვეს.
მთავარი მიზეზი ისაა, რომ ფეხბურთელის მეუღლე და შეთავსებით აგენტი ვანდა ნარა ხშირად აკეთებს უადგილო განცხადებებს და ნერიაძურის სირთულეებს უქმნის, თავად მაურო კი ამას თანამეცხედრეს არ თუ ვერ უშლის.
მთავარი მიზეზი ისაა, რომ ფეხბურთელის მეუღლე და შეთავსებით აგენტი ვანდა ნარა ხშირად აკეთებს უადგილო განცხადებებს და ნერიაძურის სირთულეებს უქმნის, თავად მაურო კი ამას თანამეცხედრეს არ თუ ვერ უშლის.
ამას გარდა, იკარდის კომუნიკაცია უჭირს თანაგუნდელებთან, რის გამოც კაპიტნად მეკარე სამირ ჰანდანოვიჩი დანიშნეს.
ამას გარდა, მაურო ევროპა ლიგაზე "რაპიდთან" არ ითამაშებს. მან ეს თავად არ ისურვა.