მაურო იკარდი თავისი მეუღლის გრძელი ენის გამო დასაჯეს

AutoSharing Option
თავდამსხმელ მაურო იკარდის "ინტერის" კაპიტნობიდან გადაყენება მასთან კონტრაქტის გაგრძელების საკითხის მოუგვარებლობის გამო არ მომხდარა.

იკარდის გუნდისთავობა კლუბის ხელმძღვანელებისა და მწვრთნელ ლუჩანო სპალეტის ერთობლივი გადაწყვეტილებით ჩამოართვეს.

მთავარი მიზეზი ისაა, რომ ფეხბურთელის მეუღლე და შეთავსებით აგენტი ვანდა ნარა ხშირად აკეთებს უადგილო განცხადებებს და ნერიაძურის სირთულეებს უქმნის, თავად მაურო კი ამას თანამეცხედრეს არ თუ ვერ უშლის.

ამას გარდა, იკარდის კომუნიკაცია უჭირს თანაგუნდელებთან, რის გამოც კაპიტნად მეკარე სამირ ჰანდანოვიჩი დანიშნეს.

ამას გარდა, მაურო ევროპა ლიგაზე "რაპიდთან" არ ითამაშებს. მან ეს თავად არ ისურვა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
არანაირი მნიშვნელობა არ აქვს
გურამ გავაშელი
02:43 14-02-2019
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული