Сoronamagazine ამტკიცებს, რომ "ინტერის" თავდამსხმელ მაურო იკარდის მისი მეუღლე ვანდა ნარა ხორვატ თანაგუნდელ მარცელო ბროზოვიჩთან ღალატობს.
გამოცემა ირწმუნება, რომ ნარა თავის ინტიმურ ფოტოებს უგზავნიდა ბროზოვიჩს და ხვდებოდა კიდეც. მაუროს ეს ამბავი გაუგია და მარცელოსთან უჩხუბია და კონფლიქტში ბროზოვიჩის თანამემამულე ივან პერიშიჩი ჩარეულა.
ამას გარდა, ვანდას გამო მაუროს კონფლიქტი აქვს კლუბის ხელმძღვანელობასთან, რადგან ახალი კონტრაქტით ხელფასის მომატებას ცდილობს და ვანდა კლუბს პრესის საშუალებით აკრიტიკებს. იკარდის უკვე ჩამოართვეს კაპიტნობა, მუხლის ტრავმა მოიმიზეზა და არ ვარჯიშობს.
დღეს ვანდამ განაცხადა, რომ მის ავტომობილს, რომელშიც
ბავშვები ისხდნენ, "სან სიროს" სტადიონის მახლობლად ქვა ესროლეს და პოლიციაში იმის გამო იჩივლა, რომ მუქარის წერილებს იღებს.
შეგახსენებთ, ნარა მაქსი ლოპესის მეუღლე იყო, რომელიც იკარდის თანაგუნდელი და მეგობარი გახლდათ.
იკარდი ღირსია რომ თავზე @@ვავს, აბა რა ეგონა მაგას?! ,,კუზიანს მხოლოდ სამარე გაასწორებსო" არ იცოდა ეტყობა მაგ უწიგნურმა ;-)