16 თებერვალს, სერია A-ს 24-ე ტურში "მილანმა" სტუმრად 3:1 მოუგო "ატალანტას".
დუბლი 23 წლის პოლონელმა თავდამსხმელმა კშიშტოფ პიონტეკმა შეასრულა, რომელმაც ახალ გუნდში 5 მატჩში 6 გოლი გაიტანა.
როსონერის ნახევარმცველმა ჰაკან ჩალჰანოღლუმ გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა.
"მილანი" 42 ქულით მესამე ადგილზეა და 22 თებერვალს "ემპოლის" უმასპინძლებს.
ბერგამო. "ატლეტი აძური"
ატალანტა - მილანი 1:3
გოლები: 1:0 ფრეულერი (33), 1:1 პიონტკი (45+1), 1:2 ჩალჰანოღლუ (55), 1:3 პიონტეკი (61)