"მის შესახებ ინფორმაცია გამოვითხოვეთ" - "იუვენტუსი" იკარდით დაინტერესებას ადასტურებს

AutoSharing Option
მაურო იკარდის "ინტერში" საქმეები კარგად არ მისდის. მას კაპიტნობა ჩამოართვეს და არც ევროპა ლიგაზე ვენის "რაპიდის" წინააღმდეგ უთამაშია.

გავრცელებული ინფორმაციით, არგენტინელი თავდამსხმელი ზაფხულში კარიერას "იუვენტუსში" გააგრძელებს.

ის, რომ "ბებერი ქალბატონი" მისით მართლაც ინტერესდება, იტალიის ჩემპიონის სპორტულმა დირექტორმა ფაბიო პარატიჩიმაც დაადასტურა.

"მის შესახებ ინფორმაცია გამოვითხოვეთ. გვინდოდა გაგვეგო, რას ფიქრობს იკარდი "იუვენტუსში" თამაშზე, თუმცა არანაირი კონტაქტი არ გვქონია. ის "ინტერის" ფეხბურთელია, ჩვენ კი წინ სეზონი გვაქვს. ჯერ თებერვალია, თუმცა მაურო უმაღლესი დონის მოთამაშეა", - განაცხადა პარატიჩიმ Rai Radio1-სთან საუბრისას.

მაურო იკარდი "ინტერის"
ღირსებას 2013 წლიდან იცავს. ამ დროის განმავლობაში მან სერია A-ში ჩატარებულ 179 შეხვედრაში 109 გოლი გაიტანა.

altCorriere della Sera: "ინტერმა" შესაძლოა მაურო იკარდი 80-90 მლნ ევროდ გაყიდოს

altСoronamagazine: მაურო იკარდის მეუღლე თანაგუნდელთან ღალატობს

მკითხველის კომენტარები / 1 /
არ დავინახო ეგ ღვთის პირიდან გადავარდნილი ტურინში!
შეტევა
07:46 23-02-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული