მოსაწყენი მატჩი: "ლაციო" - "მილანი" 0:0

AutoSharing Option
იტალიის თასის პირველი ნახევარფინალური მატჩი "ლაციოსა" და "მილანს" შორის 0:0 დასრულდა.

თამაში ვერ გამოდგა მთლად სანახაობრივი, აშკარა იყო, როსონერის ფრე აწყობდა და მიაღწია კიდეც. რაც შეეხება რომაელებს, შეტევაში თავი ვერაფრით ვერ გამოიჩინეს, თუმცა შეეძლოთ მოეგოთ კიდეც - მე-80 წუთზე იმობილემ ბურთი ძელს გაარტყა. მართალია, ის თამაშგარე მდგომარეობაში იმყოფებოდა, მაგრამ მსაჯმა ეს ვერ შენიშნა.

ამ გუნდების საპასუხო შეხვედრა 24 აპრილს "სან სიროზე" გაიმართება.

რომი. "სტადიო ოლიმპიკო"
ლაციო - მილანი 0:0

ლაციო: სტრაკოშა, გაბარონი, აჩერბი, ბაშტუში, რომულო (მარუსიჩი 90), მილინკოვიჩ-სავიჩი, ლულიჩი, კორეა, პაროლო
(ალბერტო 74), ლეივა, იმობილე (კაისედო 81)

მილანი: დონარუმა, რომანიოლი, მუსაკო, კალაბრია, ლასკალტი, პაკეტა (ბილია 86), ბაკაიოკო, სუსო (კასტილეხო 73), კესიე (ჩალჰანოღლუ 29), ბორინი, პიონტეკი
მკითხველის კომენტარები / 1 /
რა მოსაწყენადაც გამოიყურებიან, ისეთი თამაშიც ჩაატარეს. არადა რა დრო იყო! იტალიის ჩემპიონატის ყურებას არაფერი სჯობდა - 4 ერთმანეთზე უკეთესი გუნდი იბრძოდა ჩემპიონობისთვის - მილანი, ლაციო, ინტერი და იუვენტუსი
:)))))
16:44 27-02-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული