პეპ გვარდიოლამ "იუვენტუსთან" სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწია

AutoSharing Option
იტალიელმა ჟურნალისტმა ლუიჯი გუელპამ რადიო CRC Napoli-ს ეთერში განაცხადა, რომ "მანჩესტერ სიტის" მენეჯერი პეპ გვარდიოლა "იუვენტუსთან" აწარმოებს მოლაპარაკებას:

"გავიგე, რომ გვარდიოლა "იუვეს" ოთხწლიან კონტრაქტზე შეუთანხმდა. ეს ამბავი იმ ადამიანმა მითხრა, რომელმაც ადრე რონალდოს ამ გუნდში გადასვლა წინასწარ მაცნობა".

მოგვიანებით გუელპამ ფეისბუქზე დაწერა, რომ ეს ინფორმაცია სხვა წყაროებმაც დაუდასტურეს. თურმე, გვარდიოლა "ბებერი სინიორას ხელმძღვანელობას გასულ კვირაში შეხვდა.

ჟურნალისტი თვლის, რომ "სიტიდან" გვარდიოლას შესაძლო წასვლა უეფას გამოძიებასთანაა დაკავშირებული, რომელიც მანჩესტერულ კლუბს ფინანსური ფეირ-პლეის დარღვევაში ადანაშაულებს.

ამას წინათ იუწყეს, რომ ბიანკონერის მწვრთნელი მასიმილიანო
ალეგრი "ნაპოლისთან" მატჩის წინ გადადგომას აპირებდა და კლუბის პრეზიდენტმა ანდრეა ანიელიმ გადააფიქრებინა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ოღონდ ალეგრი გაუშვან, და თუ პეპითაც შეცვალეს ხომ ძალიან საინტერესო იქნება.
ირაკლი
13:09 09-03-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული