"იუვენტუსმა" რონალდოს გარეშე გაიმარჯვა - 19 წლის კინმა დუბლი შეასრულა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
8 მარტს, სერია A-ს 27-ე ტურში "იუვენტუსმა" საკუთარ მოედანზე 4:1 დაამარცხა "უდინეზე".

დუბლი 19 წლის თავდამსხმელმა მოიზე კინმა შეასრულა. აქამდე ის ამ სეზონში იტალიის ჩემპიონატზე ორჯერ შევიდა შეცვლაზე და ჯამში მხოლოდ 5 წუთი ითამაშა.

25-ე წუთზე ტრავმა მიიღო ტურინელთა მცველმა ანდრეა ბარძალიმ და შეცვალეს.

"იუვეს" 75 ქულა აქვს და უახლოესი მდევარი, "ნაპოლი" უკვე 19 ქულით ჩამორჩება.

ტურინი. "ალიანც სტადიუმი"
იუვენტუსი - უდინეზე 4:1
გოლები: 1:0 კინი (11), 2:0 კინი (39), 3:0 ჩანი (67, პენ), 4:0 მატიუიდი (71), 4:1 ლასანია (84)

13 მარტს
"იუვენტუსი" ჩემპიონთა ლიგის განმეორებით 1/8-ფინალურ მატჩში "ატლეტიკოს" უმასპინძლებს. შეგახსენებთ, ბიანკონერიმ პირველი მატჩი 0:2 წააგო. მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ სწორედ ამ უმნიშვნელოვანესი დაპირისპირების წინ დაასვენა თავდამსხმელი რონალდო.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ორი გოლი და პენალტი გამოიმუშავა..მეტი რა ექნა :)
საბა
09:57 09-03-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული