ჯენარო გატუზო გააძევეს - "მილანმა" ზედიზედ მეხუთე გამარჯვება მოიპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
9 მარტს, სერია A-ს 27-ე ტურში "მილანმა" გასვლაზე 2:1 მოუგო "კიევოს.

აუტსაიდერმა მედგარი წინააღმდეგობა გაუწია როსონერის და თამაში მეტად ნერვული გამოვიდა. ანგარიში "მილანის" 33 წლის ნახევარმცველმა ლუკას ბილიამ საჯარიმოდან გახსნა. შემდეგ პერპარიმ ჰეტემაიმ საპასუხო გოლი გაიტანა, მეორე ტაიმში კი კშიშტოფ პიონტეკმა გამარჯვების გოლი გაიტანა. პოლონელმა თავდამსხმელმა იტალიის მიმდინარე პირველობაზე მე-19 გოლი გაიტანა და რონალდოსთან და ფაბიო კვალიარელასთან ერთად საუკეთესო ბომბარდირია.

35-ე წუთზე როსონერის მწვრთნელმა ჯენარო გატუზომ კამათი დაუწყო "კიევოს" ნახევარმცველ რიკარდო მეჯორინის, რომელმაც მისი გუნდის ფეხბურთელი ლუკას პაკეტა მოცელა. ამის გამო
მსაჯმა გატუზო გააძევა.

"მილანმა" ზედიზედ მეხუთე გამარჯვება მოიპოვა, 51 ქულით მე-3 ადგილზეა და 17 მარტს "ინტერს" შეხვდება.

ვერონა. "მარკ'ანტონიო ბენტეგოდი"
კიევო - მილანი 1:2
გოლები: 0:1 ბილია (31), 1:1 ჰეტიმაი (41), 1:2 პიონტეკი (57)
მკითხველის კომენტარები / 5 /
გატუზო უხეში არ ყოფილა, ხისტი და მებრძოლი მოთამაშე იყო. უხეში და პადლეცი რამოსია :D
შეტევა
10:35 10-03-2019
0
ბურთი არ გადააგდეს და იმაზე ჩხუბობდა ჭკვიანებო
Milani
10:55 10-03-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული