La Stampa - ზიდანმა ტურინში "იუვესთან" მოლაპარაკებები გამართა

AutoSharing Option
ზინედინ ზიდანი ტურინში იმყოფებოდა, სადაც "იუვენტუსის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები გამართა.

ამის შესახებ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით გამოცემა La Stampa წერს. გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე დღის განმავლობაში ზიდანი ტურინში "იუვენტუსის" წარმომადგენლებს ხვდებოდა, თუმცა უშუალოდ კლუბის პრეზიდენტ ანდრეა ანიელის არ შეხვედრია.

იტალიური მედიის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, თუ როგორ შედეგს მიაღწევს ტურინული კლუბი ჩემპიონთა ლიგაზე მადრიდის "ატლეტიკოსთან" დაპირისპირებაში, ზაფხულში მასიმილიანო ალეგრის წასვლა გადაწყვეტილია, მის ნომერ პირველ შემცვლელად კი "ბებერი ქალბატონის" ხელმძღვანელობა "რეალის" ყოფილ თავკაცს განიხილავს.

შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციით, ზიდანის დაბრუნებაში დაინტერესებულია
მადრიდის "რეალიც", მის მიმართ ინტერესს ასევე ლონდონის "ჩელსი" და "პარი-სენ-ჟერმენიც" იჩენენ.

alt"იუვენტუსმა" რონალდოს გარეშე გაიმარჯვა - 19 წლის კინმა დუბლი შეასრულა [VIDEO]

altპეპ გვარდიოლამ "იუვენტუსთან" სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწია

alt"ნაპოლისთან" მატჩის წინ მასიმილიანო ალეგრი გადადგომას აპირებდა

მკითხველის კომენტარები / 3 /
ლეგენდა იმიტომ მიდის იუვეში რომ იქ მეორე ლეგენდა ელოდება.ერთად იმხელა ისტორია შექმნეს რომელსაც ვერასოდეს ვერავინ გაიმეორებს.
მაგარი კაცები
11:46 11-03-2019
0
მე მგონია იუვენტუსში წახვალ მაგარამ ძალიან მინდა პსჟ წახვიდე.აზრზე მოიყვანდი და დაამტკიცებდი კიდევერთხელ რომ საუკეთესო ხარ....
აკაკი
09:58 11-03-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული