17 მარტს, სერია A-ს 28-ე ტურში "იუვენტუსი" სტუმრად 0:2 დამარცხდა "ჯენოასთან".
"იუვეს" პრაქტიკულად განაღდებული აქვს ჩემპიონობა და მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ გუნდის ლიდერს რონალდოს და რამდენიმე წამყვან ფეხბურთელს დასვენების საშუალება მისცა.
"იუვენტუსს" 75 ქულა აქვს და მეორეადგილოსან "ნაპოლის" 18 ქულით უსწრებს.
უკანასკნელად ბიანკონერი იტალიის ჩემპიონატზე 2018 წლის აპრილში დამარცხდა - "ნაპოლისთან" 0:1, 2 გოლის სხვაობით კი ბოლოს 2017 წლის მაისში წააგო "რომასთან" - 1:3.
გენუა. "ლუიჯი ფერარისი"
ჯენოა - იუვენტუსი 2:0
გოლები: 1:0 სტურარო (72), 2:0 პანდევი (81)