26 წლის თავდამსხმელს 9 თებერვლის შემდეგ არ უთამაშია. სწორედ ამ დროს ჩამოართვეს მას კაპიტნის სამკლავურიც.
როგორც ესპანური გამოცემა იუწყება, მადრიდელები ამ ვითარების სათავისოდ გამოყენებას ეცდებიან.
მაურო იკარდის გამოსასყიდი თანხა 110 მილიონი ევროა.
არგენტინელი ფორვარდი "ინტერის" ღირსებას 2013 წლიდან იცავს. მიმდინარე სეზონში მან სერია A-ში 20 შეხვედრა ჩაატარა და 9 გოლი გაიტანა.
"რეალი" თუ "ნაპოლი"? - "სამეფო კლუბი" იკარდის უკეთეს პირობებს სთავაზობს