"მილანის" ლეგენდარულმა თავდამსხმელმა ფილიპო ინძაგიმ კლუბის ახალგაზრდა ფორვარდებზე, კშიშტოფ პიონტეკსა და პატრიკ კუტრონეზე ისაუბრა და მთავარი მწვრთნელის, ჯენარო გატუზოს მუშაობა შეაფასა.
"კლუბში მოსვლის დღიდან პიონტეკი თავს თავისუფლად გრძნობდა, ნაკრებშიც მოასწრო გოლის გატანა. ის არც მე მგავს და არც შევჩენკოს, თუმცა მე ის ძალიან მომწონს. როდესაც პიონტეკზე ვსაუბრობთ, არც კუტრონე უნდა დავივიწყოთ. მე მას "მილანში" დარჩენა ვურჩიე. "მილანში" ყოფნას არაფერი სჯობს.
კარგად ვიცნობ კუტრონეს. პატრიკი შესაბამის მომენტს უნდა დაელოდოს და გატუზო მას აუცილებლად მისცემს შანსს. იმედი მაქვს, რომ კუტრონე და პიონტეკი
"როსონერისთვის" გააკეთებენ იმას, რაც თავის დროზე მე და "შევამ" გავაკეთეთ. გატუზო მათში გუნდისა და კლუბის მომავალს ხედავს.
მე ვიცი, როგორ მუშაობს გატუზო. ვიცი მისი თავდადება და ერთგულება. ის სწორ გზაზეა. კარგი გუნდის შესაქმნელად დროა საჭირო. ჩემი მეგობრები კარგად მუშაობენ: რინო სათადარიგოთა სკამზე ქმედითი და კომპეტენტურია, ლეონარდოსა და მალდინის სწორი და ნათელი ხედვები აქვთ. "მილანის" აღორძინებისთვის ყველა პირობა არსებობს", - განაცხადა ინძაგიმ.
"მილანის" სათადარიგოთა სკამზე ფეხბურთელებმა ერთმანეთისკენ გაიწიეს [VIDEO]
ანდრეი შევჩენკო: კშიშტოფ პიონტეკი ჩემი მემკვიდრეა
La Gazzetta Dello Sport. კახა კალაძე: გატუზომ ახალი გუნდი შექმნა - პიონტეკი რონალდო ვერ გახდება