"იუვენტუსმა" "ემპოლის" რონალდოს გარეშე მოუგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
30 მარტს, სერია A-ს 29-ე ტურში "იუვენტუსმა" სახლში 1:0 დაამარცხა "ემპოლი".

ერთადერთი გოლი 19 წლის თავდამსხმელმა მოისე კინმა შეცვლაზე შესვლის შემდეგ 3 წუთში გაიტანა და ნამატჩევს თქვა, რომ მესისა და რონალდოს დონეს უნდა მიაღწიოს.

ამ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია "იუვეს" ტრავმირებულ ფორვარდს რონალდოს. ის იტალიის ჩემპიონატის კიდევ ორ მატჩს გამოტოვებს.

"იუვენტუსი" 78 ქულით პირველ ადგილზეა, მეორეადგილოსან "ნაპოლის" 18 ქულით გაექცა და 2 აპრილს სტუმრად "კალიარის" დაუპირისპირდება.

ტურინი. "ალიანს სტადიუმი"
იუვენტუსი - ემპოლი 1:0
გოლი: კინი (72)

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული