მოიზე კინმა მიმდინარე სეზონში 3 დარტყმით 3 გოლი გაიტანა

AutoSharing Option
სერია A-ს მიმდინარე სეზონში ტურინის "იუვენტუსის" 19 წლის ფორვარდმა მოიზე კინმა მეტოქის კარში 3 დარტყმის შედეგად 3 გოლი გაიტანა. 30 მარტს, სერია A-ს 29-ე ტურში "ემპოლის" კარში გატანილი გოლის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

"ძალიან მიხარია, რომ მარიო ბალოტელის შემდეგ გავხდი ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც სერია A-ში 8 გოლი აქვს გატანილი. აქამდეც ყოველთვის ვამბობდი, რომ მზად ვარ კიდევ რამდენიმე რეკორდი გავიმეორო.

დაუღალავი შრომა არის ერთადერთი რამ, რის საშუალებითაც შემიძლია დავამტკიცო, თუ როგორი ფეხბურთელი ვარ. რა თქმა უნ
და, მე არც კრიშტიანო ვარ და არც მესი. იმედია, თუ შესაბამისი მონდომებით ვივარჯიშე, ოდესმე მათ დონემდე მივაღწევ", - განაცხადა კინმა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული