Gazzetta dello Sport: ივან რაკიტიჩი ტურინის "იუვენტუსს" გაურიგდა

AutoSharing Option
იტალიური სპორტული გამოცემა Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, "ბარსელონას" ნახევარმცველი ივან რაკიტიჩი "იუვენტუსს" უკვე გაურიგდა.

კატალონიურ კლუბს ზაფხულში "აიაქსიდან" ფრენკი დე იონგი შეუერთდება. ამიტომ ხორვატი ფეხბურთელის მომავალი ბუნდოვანი გახდა.

გაზეთის ცნობით, ივან რაკიტიჩს "ბარსელონაში" დარჩენის სურვილი ჰქონდა, თუმცა კლუბმა მას ახალი კონტრაქტი არ შესთავაზა. ამიტომ ის ტურინულ გრანდს უკვე გაურიგდა.

ივან რაკიტიჩი კატალონიურ კლუბში 2014 წელს "სევილიადან" გადავიდა. მიმდინარე სეზონში მან ლა ლიგაში 30 შეხვედრა ჩაატარა და თავი 3 გოლს და 4 საგოლე გადაცემას მოუყარა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ამ კაცის დაკარგვა არ შეიძლება!
kaxa
15:15 08-04-2019
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული