მილანის "ინტერის" თავდამსხმელი მაურო იკარდი ზაფხულში კლუბის შეცვლას გეგმავს.
26 წლის არგენტინელი არ აპირებს მილანურ კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებას. მოქმედი ხელშეკრულება კი 2021 წლამდე გათვლილი.
ესპანური გამოცემა AS-ის ინფორმაციით, იკარდი მადრიდის "რეალში" გადასვლაზე ოცნებობს, მაგრამ "სამეფო კლუბში" მას პრიორიტეტულ სამიზნედ არ მოიაზრებენ.
შეგახსენებთ, რომ იკარდით ტურინის "იუვენტუსი", "ნაპოლი" და "მანჩესტერ იუნაიტედია" დაინტერესებული.
მიმდინარე სეზონში სერია A-ს 22 მატჩში იკარდიმ 10 გოლი გაიტანა. თებერვალში მას კლუბის ხელმძვანელობასთან კონფლიქტი მოუვიდა, რის გამოც კაპიტნის სამკლავური ჩამოართვეს.