"მილანის" მწვრთნელმა ჯენარო გატუზომ "ლაციოსთან" ნამატჩევს მომხდარ ჩხუბზე გააკეთა კომენტარი.
"გასაშველებლად გავიქეცი და ბარძაყის კუნთი დამეჭიმა. როდესაც ჩხუბი ატყდა, სათადარიგოთა სკამთან ვიყავი. მთავარია, ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა.
ახალგაზრდობაში ასეთი რამეები მომწონდა, ახლა კი ამას სხვანაირად ვუყურებ. ამისათვის ძალიან ბებერი ვარ.
თანაც, თუ ვინმეს გავულაწუნე, ხურდას დამიბრუნებს. ისინი, ჩემგან განსხვავებით, სატრენაჟორო დარბაზში უფრო ბევრს ვარჯიშობენ", - თქვა გატუზომ.
თანაც, თუ ვინმეს გავულაწუნე, ხურდას დამიბრუნებს. ისინი, ჩემგან განსხვავებით, სატრენაჟორო დარბაზში უფრო ბევრს ვარჯიშობენ", - თქვა გატუზომ.