ჯენარო გატუზო "ლაციოსთან" ჩხუბზე: ბებერი ვარ, თუ ვინმეს გავულაწუნე, ხურდას დამიბრუნებს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"მილანის" მწვრთნელმა ჯენარო გატუზომ "ლაციოსთან" ნამატჩევს მომხდარ ჩხუბზე გააკეთა კომენტარი.

"გასაშველებლად გავიქეცი და ბარძაყის კუნთი დამეჭიმა. როდესაც ჩხუბი ატყდა, სათადარიგოთა სკამთან ვიყავი. მთავარია, ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა.

ახალგაზრდობაში ასეთი რამეები მომწონდა, ახლა კი ამას სხვანაირად ვუყურებ. ამისათვის ძალიან ბებერი ვარ.

თანაც, თუ ვინმეს გავულაწუნე, ხურდას დამიბრუნებს. ისინი, ჩემგან განსხვავებით, სატრენაჟორო დარბაზში უფრო ბევრს ვარჯიშობენ", - თქვა გატუზომ.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული