"რონალდომ ამ სეზონში ძალიან ბევრი ითამაშა. სწორედ ის განსაზღვრავს გუნდის სტილს. "აიაქსთან" კრიშტიანოს უკეთესად შეეძლო ეთამაშა.
ვფიქრობ, რონალდოს გამო მისი ზოგიერთი თანაგუნდელი ცუდად ასპარეზობს. წვალობენ. ერთ-ერთი მათგანი დიბალაა", - განაცხადა ტარდელიმ Rai Sport-ის ეთერში.
ცნობისათვის, დიბალამ გასულ სეზონში 33 მატჩში 22 გოლი გაიტანა, მიმდინარე სეზონში კი 27 შეხვედრაში - მხოლოდ 5.