"ვინ იყო საუკეთესო ფეხბურთელი, ვისაც ვწვრთნიდი? იმედია, არავის ეწყინება, თუ ვიტყვი..."

AutoSharing Option
მარჩელო ლიპიმ წლევანდელ ჩემპიონთა ლიგაზე ტურინის "იუვენტუსის" გამოსვლის შესახებ კომენტარი გააკეთა.
"იუვენტუსი" ჩემპიონთა ლიგას მეოთხედფინალიდან გამოეთიშა, ხოლო მარჩელო ლიპი რჩება ბოლო მწვრთნელად, რომელმაც ტურინულ კლუბს ჩემპიონთა ლიგა მოაგებინა. ეს 1996 წელს მოხდა.

"ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად დიადი ფეხბურთელები გჭირდება. ჩემმა ბიჭებმა ეს მოახერხეს და მწვერვალზეც ავიდნენ. ამ სეზონში გუნდს არ გაუმართლა, გადამწყვეტ მომენტში უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელები დაკარგეს. კიელინი "იუვენტუსისთვის" თითქმის ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც რონალდო, მაგრამ ჯორჯომ "აიაქსთან" ვერ ითამაშა.

ვინ იყო საუკეთესო ფეხბურთელი, ვისაც ვწვრთნიდი? იმედია, არავის ეწყინება, თუ ვიტყვი, რომ ეს
ზინედინ ზიდანი იყო" - განაცხადა 71 წლის იტალიელმა სპეციალისტმა, რომელსაც ჩემპიონთა ლიგასთან ერთად, მსოფლიო ჩემპიონატიც აქვს მოგებული. 2006 წელს სწორედ ის იყო იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი.

მომზადებულია Rai Radio-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 3 /
და ჩემპიონთა ლიგა როდის მოიგო ამ კაი კაცმა არ მახსოვს და მომკალიი
ჯ.გ
02:04 09-05-2019
1
რატომ უნდა ეწყინოთ ამაზე ორი აზრი არაა...
აკაკი
10:39 25-04-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული