Sky Sport Italia-ს ცნობით, იტალიის თასის ნახევარფინალში "ლაციოსთან" წაგების შემდეგ "მილანში" გუნდის პერსპექტივებზე სერიოზული საუბარი გაიმართა.
კლუბის მფლობელებმა გუნდის ხელმძღვანელობას განუცხადეს, რომ თუ ჩემპიონატზე პირველ ოთხეულში ვერ მოხვდნენ და ჩემპიონთა ლიგაზე ვერ გავიდნენ, მკაცრს ზომებს მიიღებენ.
გამოცემის მტკიცებით, წარუმატებლობის შემთხვევაში არა მარტო მწვრთნელ ჯენარო გატუზოს, არამედ კლუბის ხელმძღვანელებს - პაოლო მალდინისა და ლეონარდოსაც გაათავისუფლებენ.
თუ გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე ვერ გავიდა, "მილანი" ფინანსურ ზარალს განიცდის და მისი მფლობელები ინვესტიციების განხორციელებას შეწყვეტენ, რაც იმას გულისხმობს, რომ ტრანსფერებზე ფულს არ დახარჯავენ.
"მილანი" 33
ტურის შემდეგ 56 ქულით მე-4 ადგილზეა, მაგრამ "ატალანტასაც" ამდენივე ქულა აქვს და მხოლოდ ბურთების შეფარდებით უსწრებს, ხოლო "რომა" 1 ქულით ჩამორჩება.