სამი გაძევება, გატუზოსა და ბაკაიოკოს კონფლიქტი და "მილანის" რთული გამარჯვება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
6 მაისს, სერია A-ს 35-ე ტურის დასკვნით მატჩში "მილანმა" საკუთარ მოედანზე 2:1 დაამარცხა "ბოლონია".

"მილანმა" "ბოლონიასთან" დაპირისპირების წინ 7-დან მხოლოდ 1 მატჩი მოიგო, მე-7 ადგილზე დაქვეითდა და მწვრთნელმა ჯენარო გატუზომ გუნდი ბაზაზე გამოკეტა, რამაც შედეგი გამოიღო.

როსონერი 2:0 დაწინაურდა, მაგრამ შემდეგ "ბოლონიამ" ანგარიში შეამცირა. 74-ე წუთზე მსაჯმა მასპინძელთა ნახევარმცველი პაკეტა გააძევა (ყვითელი ბარათის მიღების შემდეგ არბიტრს ხელში ჩაარტყა) და სტუმრებს შანსი გაუჩნდათ. თუმცა, "მილანმა" შეძლო გამარჯვება და მეტად მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა.

კომპენსირებულ დროში რეფერიმ "ბოლონიას" ფეხბურთელ სანსონეს მეორე ყვითელი
ბარათი უჩვენა და გააძევა, ხოლო საფინალო სასტვენის შემდეგ მის თანაგუნდელ დეიქსს წითელი ბარათი არასპორტული საქციელისთვის უჩვენა.

"მილანი" 59 ქულით მე-5 ადგილზეა, მეოთხეადგილოსან "ატალანტას" 3 ქულით ჩამორჩება და 11 მაისს, შემდეგ ტურში ფლორენციაში "ფიორენტინას" შეხვდება.

აღსანიშნავია, რომ 26-ე წუთზე ტრავმა მიიღო "მილანის" ნახევარმცველმა ბილიამ, ბაკაიოკომ შეცვლაზე შესვლა არ ისურვა და გატუზოს შეურაცხყოფა მიაყენა, რომელმაც მის ნაცვლად მოედანზე მაური შეუშვა.

მილანი. "სან სირო". 51 472 მაყურებელი
მილანი - ბოლონია 2:1
გოლები: 1:0 სუსო (37), 2:0 ბორინი (67), 2:1 დესტრო (72)
გაძევება: პაკეტა (75, მილანი), დეიქსი (90+6, ბოლონია), სანსონე (90+6, ბოლონია)


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული