ალეგრი "იუვენტუსიდან" წავიდა

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსის" ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კლუბის მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი აღარ იქნება.  მისი წასვლისა თუ გადადგომის მიზეზებზე ტექსტში არაფერია ნათქვამი.

ცნობილი გახლავთ ის, რომ ხვალ  მასიმილიანო ალეგრი კლუბის პრეზიდენტ ანდრეა ანიელისთან ერთად პრესკონფერენციას გამართავს.

ალეგრიმ "იუვე" 2014 წლის ზაფხულში ჩაიბარა. ზედიზედ 5-ჯერ გახდა იტალიის ჩემპიონი და ორჯერ გაიყვანა გუნდი ჩემპიონთა ლიგის ფინალში. იქ კი ორივეჯერ დამარცხდა: 2015 წელს "ბარსასთან", 2017 წელს "რეალთან".

წლევანდელ სეზონში ტურინული გუნდი მეოთხედფინალიდან გამოეთიშა ჩემპიონთა ლიგას. იტალიური გრანდი ამსტერდამის "აიაქსმა" გამოთიშა ყველაზე პრესტიჟულ ევროპულ
ტურნირს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული