20 მაისს, სერია A-ს ბოლოსწინა ტურის დასკვნით მატჩში "ლაციო" საკუთარ მოედანზე "ბოლონიას" 3:3 დაუზავდა.
"ბოლონია" მოპოვებული ქულით სერია B-ში გავარდნას გადაურჩა. "ლაციო" მერვე ადგილზე კი იმყოფება, მაგრამ იტალიის თასი მოიგო და ევროპა ლიგაზე მონაწილეობა გარანტირებული აქვს.
რომი. "ოლიმპიკო". 18 000 მაყურებელი
ლაციო - ბოლონია 3:3
გოლები: 1:0 კორეა (13), 1:1 პოლი (50), 1:2 დესტრო (51), 2:2 ბაშტუში (59), 2:3 ორსოლინი (63), 3:3 მილინკოვიჩ-სავიჩი (80)
ლაციო: გუერერი, ბაშტუში, აჩერბი, ლუის ფილიპე (არმინი 53), ლეივა (მილინკოვიჩ-სავიჩი 73), პაროლო, ბადელი (კატალდი 64), რომულო, ლულიჩი, კორეა,
იმობილე
ბოლონია: სკორუპსკი, ვოინოვიჩი, ლანანგეირა, დეიკსი, მბაიე, პოლი (ჯემაილი 80), პულგარი, სორიანო, ორსოლინი, დესტრო (სანტანდერი 71), პალასიო (კრეიჩი 90)