Sky Sport Italia-ს ცნობით, "რომას" თავდამსხმელი ედინ ჯეკო მალე "ინტერში" გადავა.
გამოცემის მტკიცებით, 33 წლის ბოსნიელმა მილანურ კლუბთან კონტრაქტის პირობები შეათანხმა.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ინტერი" ჯეკოს 20 მილიონ ევროდ შეიძენს.
ჯეკოს "რომასთან" კონტრაქტი 2020 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული და გაგრძელებას არ სთავაზობენ.
მიმდინარე სეზონში სერია A-ს 32 მატჩში მან 9 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა გააკეთა.