სერია A-ს დაძაბული ფინიში - "ინტერმა" ძლივს მოიგო, "მილანი" ჩემპიონთა ლიგაზე ვერ გავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
26 მაისს სერია A-ს უკანასკნელი ტური ჩატარდა და ჩემპიონთა ლიგაზე გამსვლელთა ვინაობაც გაირკვა.

"ატალანტამ" სახლში 3:1 მოუგო "სასუოლოს" და მესამე ადგილზე გავიდა.


"ინტერმა" საკუთარ მოედანზე 2:1 სძლია "ემპოლის" და სატურნირო ცხრილში მეოთხე პოზიცია დაიკავა. არადა, საფინალო სასტვენამდე 9 წუთით ადრე ანგარიში 1:1 იყო და ფრის მიღწევის შემთხვევაში "ემპოლი" სერია B-ში არ გავარდებოდა. "ემპოლის" თავდამსხმელი ლევან მჭედლიძე სათადარიგო იყო.


"მილანმა" სტუმრად 3:2 კი დაამარცხა "სპალი", მაგრამ მეხუთე ადგილზე დარჩა.

"რომამ" "ოლიმპიკოზე" 2:1 მოუგო
"პარმას" და მეექვსე ადგილი დაიკავა.
ჩემპიონთა ლიგაზე "იუვენტუსი", "ნაპოლი", "ატალანტა" და "ინტერი" გავიდნენ.

ევროპა ლიგაზე "მილანი", "რომა" და თასის მფლობელი "ლაციო" მიიღებენ მონაწილეობას.

რეჯიო-ნელ-ემილია. "მაპეი". 21 000 მაყურებელი
ატალანტა - სასუოლო 3:1
გოლები: 0:1 ბერარდი (19), 1:1 ზაპატა (35), 2:1 გომესი (53), 3:1 პაშალიჩი (65)
გაძევება: ბერარდი (45+5, სასუოლო), მაგნანელი (83, სასუოლო)


მილანი. "სან სირო". 68 051 მაყურებელი
ინტერი - ემპოლი 2:1
გოლები: 1:0 ბალდე (51), 1:1 ტრაორე (76), 2:1 ნაინგოლანი (81)

ფერარა. "პაოლო მაცი". 16 146 მაყურებელი
სპალი - მილანი 2:3
გოლები: 0:1 ჩალჰანოღლუ (18), 0:2 კესიე (23), 1:2 ვიცარი (28), 2:2 ფარესი (53), 2:3 კესიე (66, პენ)


ტორინო - ლაციო 3:1
ფიორენტინა - ჯენოა 0:0
კალიარი - უდინეზე 1:2
სამპდორია - იუვენტუსი 2:0

მკითხველის კომენტარები / 1 /
იტალიური ფეხბურთისთვის ჯობდა მილანი გასულიყო ლიგაზე ვიდრე ატალანტა
Milani
03:01 27-05-2019
3

სიახლეები პოპულარული