"მილანი" მთავარმა მწვრთნელმა ჯენარო გატუზომ და სპორტულმა დირექტორმა ლეონარდომ დატოვეს - ამის შესახებ იტალიური კლუბის ვებგვერდი იუწყება.
"მილანს" სურს, ჯენარო გატუზოს ბოლო 18 თვის განმავლობაში გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადოს.
"როსონერის" ნამდვილი ლეგენდა კლუბში რთულ პერიოდში მოვიდა და კარგი შედეგი აჩვენა. "მილანმა" 2012-13 წლების სეზონის შემდეგ ყველაზე მეტი ქულა მოიპოვა" - ვკითხულობთ ლომბარდიული კლუბის ვებგვერდზე.
რაც შეეხება ლეონარდოს, ის თანამდებობაზე 2018 წლის ზაფხულში დაინიშნა.
"მილანმა" სერია A-ს აწ უკვე გასული სეზონი მეხუთე ადგილზე დაასრულა და მომავალ სეზონში ევროპა ლიგაზე იასპარეზებს.