"ჩელსიდან" აბარგებული მწვრთნელი მაურიციო სარი ტურინში ჩაფრინდა.
ის "იუვენტუსში" პრეზენტაციისთვის ემზადება და გუნდის ბაზაზე მივიდა.
მაურიციოს აეროპორტში ტიფოზები არ დახვედრიან, პრესკონფერენცია კი დღეს, 20 ივნისს, თბილისის დროით 13:00 საათზე დაიწყება.
შეგახსენებთ, "იუვემ" სარის სამწლიანი კონტრაქტი გაუფორმა.