მაურიციო სარი: გაღვიძებისას სამი წელი "იუვენტუსის" დამარცხებაზე ვფიქრობდი

AutoSharing Option
"იუვენტუსში" პრეზენტაციაზე მწვრთნელმა მაურიციო სარიმ შემდეგი განცხადა:

"იტალიაში საინტერესო სეზონი იქნება, განსაკუთრებით, მწვრთნელებისთვის. გრძელი გზა გველის, მაგრამ იმედია, სერია A პრემიერლიგასთან ჩამორჩენის შემცირებს დაიწყებს. ინგლისში შესანიშნავი სტადიონები აქვთ. იტალიაში ცვლილება ინფრასტრუქტურით უნდა დაიწყოს.

2-3 ფეხბურთელია საჭირო, რომლებიც თამაშს გააკეთებენ. მათთვის თავის წარმოსაჩენი ადგილის შექმნაა აუცილებელი. თუ ფეხბურთელებმა თამაშისგან სიამოვნება მიიღეს, მაშინ გულშემტკივრებიც მიიღებენ სიამოვნებას, ეს კი გამარჯვების საწვავია.

გაღვიძებისას სამი წელი "იუვენტუსის" დამარცხებაზე ვფიქრობდი, რადგან ეს გუნდი გვიგებდა. გამარჯვებისათვის 110%-ით ვიხარჯებოდი, მაგრამ ვერ ვახერხებდით. გამოცდილება მივიღე და ამას ახალ გუნდს
მოვახმარ".

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული