"რომა" გონსალო იგუაინს კაპიტნის სამკლავურს სთავაზობს

AutoSharing Option
Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, იტალიური "რომა" გონსალო იგუაინს კლუბში გადასვლის შემთხვევაში კაპიტნის სამკლავურს სთავაზობს.

არგენტინელ თავდამსხმელს ლონდონის "ჩელსისთან" საიჯარო ხელშეკრულება დაუსრულდა და ტურინის "იუვენტუსში" დაბრუნდა, თუმცა ის მაურისიო სარის გეგმებში არ შედის, არადა, "არისტოკრატებს" სწორედ მისი სურვილით შეუერთდა.

თავად ფეხბურთელმა კი აღნიშნა, რომ იტალიური კლუბების შემოთავაზებების განხილვას არ აპირებს.

გონსალო იგუაინს სამ იტალიურ კლუბში - "ნაპოლიში", "იუვენტუსსა" და "მილანში" უთამაშია და ჯამში სერია A-ში ჩატარებულ 192 შეხვედრაში 117 გოლი და 27 საგოლე გადაცემა მიითვალა.

31 წლის ფეხბურთელის სავარაუდო ფასი 35
მილიონი ევროა.

 

altქართველი მადრიდის "ატლეტიკოში" - 14 ივლისის ტრანსფერები და ჭორები



მკითხველის კომენტარები / 1 /
ეღადავებიან?
Givi
20:27 16-07-2019
0

სიახლეები პოპულარული