რონალდო: ჩემსა და მესის შორის განსხვავება იმაშია, რომ...

AutoSharing Option
"იუვენტუსის" თავდამსხმელმა რონალდომ "ბარსელონას" ფორვარდ ლეო მესისთან განსხვავებაზე ისაუბრა:

"ჩვენ შორის განსხვავება იმაშია, რომ მე ჩემპიონთა ლიგა სხვადასხვა გუნდთან ერთად მოვიგე.

მე ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი ექვსჯერ ზედიზედ ვიყავი. ბევრი არაა ფეხბურთელი, რომელსაც ამ ტურნირზე ხუთჯერ უმარჯვია.

მესი შესანიშნავი ფეხბურთელია. ის არა მარტო მოგებული "ოქროს ბურთების" გამო გაახსენდებათ, არამედ იმიტომ, რომ ჩემსავით წლიდან წლამდე სრულყოფილებისაკენ მიისწრაფოდა", - განუცხადა რონალდომ Football Italia-ს.

რონალდო "სპორტინგში", "მანჩესტერსა" და "რეალში" ასპარეზობდა და ჩემპიონთა ლიგა ამ ორ უკანასკნელ გუნდში მოიგო, ხოლო მესი მხოლოდ "ბარსაში" თამაშობს
და ევროპის უპრესტიჟულესი ტურნირის გამარჯვებული ოთხჯერ გახდა.

altრონალდო: ფულის საჭიროება აღარ მაქვს - ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო უნდა ვიყო

altკრიშტიანო რონალდო: რამდენი დახარჯა "ბარსამ" ბოლო 5 წელში? ჩემპიონთა ლიგა მაინც ვერ მოიგო

altლეო მესი რონალდოზე: როგორ შეიძლებოდა იმის გაყიდვა, რომელსაც სეზონში 50 გოლი გააქვს?

altრონალდო: ლეო მესი ნომერი პირველია - 20-30 წელი ვერ ვიხილავთ მის მსგავს ფეხბურთელს

მკითხველის კომენტარები / 12 /
ასე თავისთავზე შეყვარებულ ნარცისს როგორიც კრისტინკაა, პირველად ვხედავ მგონი. ამიტომაც არ მიყვარს ეს ფეხბურთელი. ათასჯერ, რომ მოიგო ეგ შენი ამოჩემებული თასები მესისთან მაინც ვერ მოხვალთ! მთავარია ადამიანობა და დანარჩენი მერე.მესი ხომ ბრწყინვალე ფეხბურთელია , მაგრამ თავმდაბლობაში ვერავინ შეედრება. ამიტომაც გვიყვარს ლეო მესი!
მესი მესია!
11:46 14-08-2019
12
ვერ შესწვდები, შენზე გაცილებით მაღლა დგას
სერგი
02:24 14-08-2019
8

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული