მაურიციო სარის პნევმონია აქვს

AutoSharing Option
"იუვენტუსის" 60 წლის მწვრთნელ მაურიციო სარის პნევმონია აქვს.

"იუვეს" კლუბის საიტის ცნობით, სარის ფილტვების მწვავე ანთება აქვს. დღეს საწვრთნელ ბაზაზე იმყოფებოდა, მაგრამ გუნდი თავად ვერ ავარჯიშა და თერაპიის კურსის გავლა მოუწევს.

როგორც სარიმ აღიარა, 24 საათის განმავლობაში 60 ღერ სიგარეტს ეწევა.

24 აგვისტოს, სერია A-ს პირველ ტურში "ბიანკონერი" სტუმრად "პარმას" დაუპირისპირდება.

სარიმ "იუვენტუსი" ახლახან ჩაიბარა და 2022 წლის ზაფხულამდე გაუფორმეს კონტრაქტი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული