"იუვენტუსის" საიტი იტყობინება, რომ მწვრთნელმა მაურიციო სარიმ პნევმონია ვერ მოირჩინა და სერია A-ს სასტარტო ორ მატჩში გუნდს ვერ უხელმძღვანელებს.
სარის მდგომარეობა უმჯობესდება, მაგრამ ექიმების რჩევით, ორი კვირა დასვენება უჯობს.
24 აგვისტოს პირველ ტურში "იუვე" სტუმრად "პარმას" შეხვდება, ხოლო მეორე ტურში, 31 აგვისტოს "ნაპოლის" უმასპინძლებს.