"იუვენტუსმა" სერია A რთული გამაჯვებით დაიწყო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
24 აგვისტოს, სერია A-ს პირველ ტურში "იუვენტუსმა" სტუმრად 1:0 მოუგო "პარმას".

გამარჯვების მომტანი გოლი პირველ ტაიმში მცველმა ჯორჯო კიელინიმ გაიტანა. 35 წლის კიელინი ჩემპიონატზე პირველი გოლის ავტორი გახდა.

"იუვეს" პნევმონიის გამო ვერ ხელმძღვანელობდა მწვრთნელი მაურიციო სარი.

31 აგვისტოს, მეორე ტურში ბიანკონერი "ნაპოლის" უმასპინძლებს.

პარმა. "ენიო ტარდინი". 20 073 მაყურებელი
პარმა - იუვენტუსი 0:1
გოლი: კიელინი (21)

პარმა: სეპე, ალვეში, იაკოპინი, ლორინი, გალოლო, ბრუგმანი (გრასი 77), ბარილა (კარამო 85), კულუსევსკი (სილიგარდი 57), ერნანი, ჟერვინიო, იგლეზე

იუვენტუსი: შესნი, ალეკს სანდრო, ბონუჩი, დე შილიო, კიელინი,
ჰედირა (რაბიო 63), პიანიჩი, მატიუიდი, დუგლას კოსტა (კუადრადო 71), რონალდო, იგუაინი (ბერნარდესკი 83)
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული