ემრე ჯანი: იმედგაცრუებული და გაბრაზებული ვარ, ისინი სხვა რამეს შემპირდნენ

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსის" ნახევარმცველმა ემრე ჯანმა Bild-თან საუბარში აღშფოთება ვერ დამალა იმის გამო, რომ იტალიურმა კლუბმა ის ჩემპიონთა ლიგის განაცხადში არ შეიყვანა.

"შოკში ვარ. კლუბთან საუბარი 1 წუთი გაგრძელდა. მათ არაფერი აუხსნიათ. მე ძალიან იმედგაცრუებული და გაბრაზებული ვარ. ახლა ყველაფერს გავაანალიზებ, დასკვნებს გამოვიტან და კლუბში დაბრუნების შემდეგ დაველაპარაკები მათ.

გასულ კვირაში სულ სხვა რამეს დამპირდნენ. პსჟ-დან ძალიან კარგი შემოთავაზება მქონდა, თუმცა "იუვენტუსში" დარჩენას იმ პირობით დავთანხმდი, რომ ჩემპიონთა ლიგაზე ვითამაშებდი", - განაცადა 25 წლის ფეხბურთელმა, რომელიც ამჟამად გერმანიის ნაკრებშია გამოძახებული.

ემრე
ჯანი ტურინის "იუვენტუსში" 2018 წელს გადავიდა "ლივერპულიდან" და სერია "ა"-ში ჩატარებულ 30 შეხვედრაში თავი 4-ჯერ გამოიჩინა. ჯანს გერმანიის ეროვნულ გუნდში 21 თამაშში აქვს მონაწილეობა მიღებული. ემრე ჯანის გარდ,ა ჩემპიონთა ლიგის განაცხადს მიღმა ტურინულმა კლუბმა მარიო მანჯუკიჩიც დატოვა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
მეგობარო, იაშვილი და დემეტრაძე ვერ ხვდებოდა საქართველოს ნაკრებში.
ddgfdf
20:16 04-09-2019
1
აბა რა გეგონა მერსისაიდიდან თავქუდმოგლეჯილი რო გარბოდი. მაგათ ჯერაც ძველი წყენა აქვთ ლივერპულის
ნახალოვკელი
01:15 05-09-2019
1

სიახლეები პოპულარული