Louis Vuitton-ისა და Christian Dior-ის მფლობელს, ფრანგ მილიარდერ ბერნარდ არნოს "მილანის" ყიდვა 1 მილიარდ ევროდ სურს, რათა იტალიურ გრანდს ძველი დიდება დაუბრუნოს.
არნო, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანია, ძირითადად, ძვირფასი ნივთების ბიზნესით არის დაკავებული და მისი ქონება, დაახლოებით, 100 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.
თუმცა, საფეხბურთო გამოცემა goal.com-ის მიხედვით, "მილანის" ამჟამინდელი მფლობელები Elliott Management-იდან არ აპირებენ კლუბთან განშორებას. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ახალი სტადიონის მშენებლობაში სერიოზული თანხები ჩადეს.
ამჟამად, "მილანი" 3 ტურის შემდეგ მოპოვებული 6 ქულით სერია A-ში მე-6 პოზიციაზე იმყოფება.
შემდეგი თამაში უკვე მილანური დერბი ელის, რომელიც 21 სექტემბერს გაიმართება.