Tuttomercatoweb: "მილანი" მწვრთნელობას ანდრეი შევჩენკოს შესთავაზებს

AutoSharing Option
"მილანის" წარუმატებლობის გამო მწვრთნელ მარკო ჯამპაოლოს გადაყენება გადაწყვეტილია და Tuttomercatoweb-ის ცნობით, კლუბის ხელმძღვანელობა მის შემცვლელად ანდრეი შევჩენკოს კანდიდატურას განიხილავს.

პრობლემა ისაა, რომ შევჩენკო უკრაინის ნაკრებს უდგას სათავეში და პრაქტიკულად, უკვე გაიყვანა ევროპის ჩემპიონატზე, შეთავსებით მუშაობის უფლებას კი ფეხბურთის ფედერაცია არ მისცემს.

შევჩენკო "როსონერის" ღირსებას 1999-2006 და 2008-2009 წლებში იცავდა და 236 მატჩში 127 გოლი გაიტანა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული