იტალიური გამოცემა Tuttosport-ის ინფორმაციით, ტურინის "იუვენტუსი" ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს პსჟ-ის ფეხბურთელის, ტომას მენიეს გადაბირებას გეგმავს.
წყაროს ცნობით, ტურინელები პარიზელებს ბელგიელის სანაცვლოდ ემრე ჯანს შესთავაზებენ.
მოსალოდნელია, რომ იტალიელები მარტივად შეძლებენ გარიგების დადებას, რადგან მენიეს კონტრაქტი სეზონის ბოლოს უსრულდება.