ანდრეი შევჩენკო "მილანის" მწვრთნელობაზე თანახმაა, თუმცა ორი პირობით...

AutoSharing Option
უკრაინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ანდრეი შევჩენკომ "მილანის" ჩაბარებაზე თანხმობა განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის "როსონერის" მარკო ჯამპაოლო წვრთნის.

იტალიელი ჟურნალისტის, ტანკრედი პალმერის ცნობით, შევჩენკომ კლუბის სპორტულ დირექტორ პაოლო მალდინისთან შეხვედრისას ორი პირობა წამოაყენა.

შევჩენკომ განაცხადა, რომ მზადაა, "მილანში" მუშაობას უკრაინის ნაკრების ლიეტუვასა და პორტუგალიასთან ევრო 2020-ის შესარჩევი მატჩების შემდეგ შეუდგეს.

უკრაინელმა სპეციალისტმა ასევე თქვა, რომ უკრაინის ნაკრებში მუშაობას პარალელურად შეითავსებს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული