დახოცეს კინაღამ ერთმანეთი - 4 გაძევება, 2 პენალტი და "მილანის" გამარჯვება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
5 ოქტომბერს, სერია A-ს მე-7 ტურში "მილანმა" დაძაბულ ბრძოლაში სტუმრად 2:1 დაამარცხა "ჯენოა".

ორივე მწვრთნელს, აურელიო ანდრეაცოლისა და მარკო ჯამპაოლოს მოსახსნელად აქვთ საქმე და მოედანზე ფეხბურთი კი არა, ომი გააჩაღეს.

41-ე წუთზე მეკარე რეინას შეცდომის შედეგად საჯარიმოდან ანგარიში შონემ გახსნა, შესვენების შემდეგ ერნანდესმა საპასუხო გოლი გაიტანა, ხოლო 57-ე წუთზე ბურთი ხელზე ბირასკის მოხვდა, მსაჯმა ორჭოფობის შემდეგ თერთმეტმეტრიანი დანიშნა, რომელიც კესიემ გამოიყენა. შემდეგ არბიტრმა საკამათო პენალტი "როსონერის" კარში დანიშნა და რეინამ შონეს
დარტყმული მოიგერია.

მსაჯმა 4 ფეხბურთელი, მათ შორის სათადარიგოები საპონარა და კასტილეხო გააძევა.

გენუა. "ლუიჯი ფერარისი". 22 486 მაყურებელი

ჯენოა - მილანი 1:2

გოლები: 1:0 შონე (41), 1:1 ერნანდესი (51), 1:2 კესიე (57, პენ)

გამოუყენებელი პენალტი: შონე (90+3)

გაძევება: საპონარა (45+2, ჯენოა), ბირასკი (56, ჯენოა), კალაბრია (79, მილანი), კასტილეხო (90+4, მილანი)
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული