კლაუდიო რანიერიმ "სამპდორია" ჩაიბარა

AutoSharing Option
მწვრთნელმა კლაუდიო რანიერიმ "სამპდორიასთან" 2021 წლის 30 ივნისამდე გააფორმა კონტრაქტი, - იტყობინება გენუური კლუბის საიტი.

"ჩელსისა" და "ლესტერის" ყოფილ მენეჯერს "სამპდორიასთან" ხელშეკრულების გაწყვეტის უფლება აქვს, თუ გუნდი სერია B-ში გავარდება.

Football Italia-ს ცნობით, "სამპდორიას" პრეზიდენტი მასიმო ფერერი არ იყო დარწმუნებული რანიერის მიწვევაში და რჩევა ფრანჩესკო ტოტისა და ანტონიო კასანოს სთხოვა, რომლებმაც დადებითი რეკომენდაცია მისცეს.

7 ტურის შემდეგ "სამპდორია" 3 ქულით აუტსაიდერია და მწვრთნელი ეუსებიო დი ფრანჩესკო გადააყენა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული