ედინსონ კავანის უნდა თავისი სამსახური "იუვენტუსს" შესთავაზოს

AutoSharing Option
პსჟ-ის თავდამსხმელი ედინსონ კავანი იტალიაში გეგმავს დაბრუნებას, სადაც ადრე "ნაპოლიში" თამაშობდა.

Calciomercato.com-ის ცნობით, 32 წლის კავანი მალე თავის სამსახურს "იუვენტუსს" შესთავაზებს. მას პარიზულ კლუბთან კონტრაქტი ზაფხულში უმთავრდება და თავისუფალი აგენტი გახდება. თუმცა "ბიანკონერის" ფორვარდი ნამდვილად არ სჭირდება. აგრეთვე გასათვალისწინებელია ფეხბურთელის ასაკიც.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კავანიმ შეთანხმებას მიაღწია "ინტერ მაიმისთან", რომლის თანამფლობელი დევიდ ბექჰემია.

გასულ ზაფხულს კავანის სამსახურით "ინტერი" და "ატლეტიკო" იყვნენ დაინტერესებულნი.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული