მაურისიო სარი "იუვენტუსის" ვარჯიშებზე დრონებს იყენებს

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსის" მთავარი მწვრთნელი გუნდის თითოეულ ვარჯიშს დრონების საშუალებით იწერს, - იტყობინება Tuttosport-ი.

60 წლის სპეციალისტის აზრით, ზევიდან უფრო კარგად ჩანს შეცდომები და ფეხბურთელების მოძრაობები. სარი ადრეც მიმართავდა მსგავს პრაქტიკას "ემპოლიში", "ნაპოლისა" და "ჩელსიში".

2013 წელს ზუსტად სარიმ გამოიყენა ეს ტექნოლოგია პირველად, როცა ტოსკანურ კლუბში მუშაობდა.

შეგახსენებთ, რომ სარი ტურინელებს 2019 წლის ზაფხულში ჩაუდგა სათავეში. 7 ტურის შემდეგ "იუვენტუსი" 19 ქულით სერია A-ს ლიდერობს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული